ჩემი გულის გასაღები



ჩემო პაწაწუნა გოგო, ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენი სითბო და სიყვარული დავაგროვე შენთვის. ვოცნებობდი იმ დღეზე, როცა გულს გავაღებდი, გამოუშვებდი დაგროვილ სიყვარულს, შენს გულში ჩავღვრიდი და გაგაბედნიერებდი. მკითხავ, რას ელოდებოდიო. პასუხი არ მაქვს. არ ვიცი ღმერთმა ასე რატომ გამწირა. ალბათ წყევლის ბრალია, ალბათ ეს წყევლაც დავისმსახურე.

ახლა ეს სითბო და სიყვარული ჩემს გულში სამუდამოდ გამოიკეტა. შიგნიდან მწვავს და მტანჯავს. მე ჩემი გულის გასაღები შენ ჩაგაბარე პირველივე დღიდან. მერე თვითონვე გიმალავდი გულს, რომ არ მოგერგო, არ გაგეხსნა (ისევ არ მაქვს პასუხი). საბოლოოდ მოლოდინით დაღლილმა ალბათ ეს გასაღები მოისროლე. ალბათ სადმე ოკეანის ფსკერზე დაილექა უკვე, სადაც ვერავინ მიაგნებს. ჩემი გული სამუდამოდ დაიკეტა.

რამდენი რამ დამრჩა შენთვის სათქმელი. რამდენი ტკბილი და თბილი. რამდენი სისულე ვერ ჩავიდინე შენთან ერთად.

ჩემო პაწაწუნა გოგო, მიყვარხარ! მენატრები!




Comments

Popular posts from this blog

მიყვარხარ, გესმის?!

ჩემი ერთი ცალი