Posts

Showing posts from June, 2017

ჩემი გულის გასაღები

Image
ჩემო პაწაწუნა გოგო, ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენი სითბო და სიყვარული დავაგროვე შენთვის. ვოცნებობდი იმ დღეზე, როცა გულს გავაღებდი, გამოუშვებდი დაგროვილ სიყვარულს, შენს გულში ჩავღვრიდი და გაგაბედნიერებდი. მკითხავ, რას ელოდებოდიო. პასუხი არ მაქვს. არ ვიცი ღმერთმა ასე რატომ გამწირა. ალბათ წყევლის ბრალია, ალბათ ეს წყევლაც დავისმსახურე. ახლა ეს სითბო და სიყვარული ჩემს გულში სამუდამოდ გამოიკეტა. შიგნიდან მწვავს და მტანჯავს. მე ჩემი გულის გასაღები შენ ჩაგაბარე პირველივე დღიდან. მერე თვითონვე გიმალავდი გულს, რომ არ მოგერგო, არ გაგეხსნა (ისევ არ მაქვს პასუხი). საბოლოოდ მოლოდინით დაღლილმა ალბათ ეს გასაღები მოისროლე. ალბათ სადმე ოკეანის ფსკერზე დაილექა უკვე, სადაც ვერავინ მიაგნებს. ჩემი გული სამუდამოდ დაიკეტა. რამდენი რამ დამრჩა შენთვის სათქმელი. რამდენი ტკბილი და თბილი. რამდენი სისულე ვერ ჩავიდინე შენთან ერთად. ჩემო პაწაწუნა გოგო, მიყვარხარ! მენატრები!

არ მჯერა

Image
არ მჯერა არა! გესმის?! არ მჯერა, რომ დამივიწყე. არ მჯერა, რომ შენთვის აღარ ვარსებობ. არ მჯერა, რომ შენი ახალი სიყვარული, ახალი ოჯახი და ბედნიერება სრულფასოვანია. არ მჯერა, რომ შეგიძლია ისე შეხედო სხვას თვალებში, როგორც მე მიყურებდი. "mtavaria ra darcha gulshi da me risi tareba momiwevs mteli cxovreba" 8 ოქტომბერი "shen is moganichebs shvebas, rom me gitxra, rom kargad var ushenod dauviwyebeli siyvaruli ar arsebobstqo da modi getyvimashin ase." 8 ოქტომბერი "wadi chemi fiqrebidan wadiiiiii" 19 ნოემბერი. "mec gilocav, sheni cinsvla da carmateba sul erti arasodes iqneba chemtvis, sul gamexardeba." 1 იანვარი. rogori tovli movidaa, sheni sayvareli amindiaa 1 თებერვალი. "shen momakitxav da matareb? rom meubnebi manqanit ar iaroo" 1 თებერვალი. როგორ დავიჯერო ამის შემდეგ, რომ გულის სიღრმეში ჩემს სიყვარულს აღარ ატარებ. როგორ დავიჯერო, რომ შეძელი ბედნიერი ოჯახის შექმნა. შენ არ ხარ, ის გოგო, რომელიც ერთ დღეში იცვლის აზრებს

მიყვარხარ, გესმის?!

Image
მიყვარხარ მთელი  გულით და სულით, მთელი არსებით მიყვარხარ. ჩემი სიცოცხლე შენს სიყვარულს ეძღვნება. ნუ გგონია, რომ ეს სიყვარული განელდება, ნუ გგონია, რომ გაუფერულდება. დრო ვერაფერს დააკლებს ამ სიყვარულს. ასეთი სიყვარული ვიცი მე. ჩემთვის ადამიანები ადამიანებს ვერ ცვლიან. ჩემთვის სიყვარულს სიყვარული არ ცვლის. ერთხელ შემიყვარდი და ეს ერთადერთი სიყვარულია. ნუ მეუბნები, გამოჩნდება სხვა გოგო და შეგიყვარდებაო. ნუ მეუბნები გადაშალე ახალი გვერდიო. მე ის გვერდი, რომელზეც სიყვარულის ისტორიის წერა დავიწყე შეუვსებელი დამრჩა. თუ არ შევავსე, ვერ გადავშლი ახალ გვერდს. ვიცი, არ გჯერა ამის, მაგრამ წლები დაგაჯერებენ, შენი სიყვარულისთვის მიძღვნილი წლები, შენი სიყვარულისთვის მიძღვნილი ჩემი სიცოცხლე.

მაპატიე

დღეს კიდევ ერთხელ დავარღვიე პირობა. ეს უკვე მერამდენე დაპირება არ შევასრულე. დაგპირდი, რომ არასოდეს გაგიშვებდი ხელს და გაგიშვი. დაგპირდი, რომ თავს აღარ შეგახსენებდი და ისევ შეგახსენე თავი.

ალბათ უკვე გძულვარ

მე არ გსაყვედურობ იმისთვის, რომ არარაობა ვარ შენთვის. არ გსაყვედურობ იმას, რომ გძულვარ. მე მოგეცი უამრავი მიზეზი ამისთვის. ადრეც და ბოლო დღეებშიც. შენი სიძულვილი მაინც ვერ გაანელებს ჩემს სიყვარულს შენს მიმართ. მაპატიე ჩემი სისუსტე. მაპატიე ჩემი სულმდაბლობა. მაპატიე ეგოიზმი, მაპატიე ჩემი თავხედობა. თუ ზოგჯერ შეამჩნევ, როგორ გითვალთვალებ, ნუ გამკიცხავ გთხოვ. შენი ნახვა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. ნუ მომისპობ სიცოცხლის წყაროს. ძალიან ბევრს ვითხოვ ისევ შენგან და ამისთვის მეზიზღება ჩემი თავი. მტკივა, როცა ვაცნობიერებ, რომ ქორწინების პირველ ღამეს მე არ ვიყავი შენთან, მე არ აგავსე ალერსით და სიყვარულით. მტკივა, როცა ვაცნობიერებ, რომ მე ვერ გავხდი შენი დებისთვის ძმა. მტკივა, როცა ვაცნობიერებ, რომ მე ვერ გავხდი შენი მშობლებისთვის მეოთხე შვილი. მტკივა, როცა ვაცნობიერებ, რომ მე არ ვარ შენი ბედნიერების და სიცოცხლის წყარო. მე, მე, მე, მე ჩავიდინე ყველაფერი რაც ამ ტკივილის მიზეზია. ამიტომ გაქვს მიზეზი გძულდე. მაგრამ მე რა ვქნა? მე არ მაქ მიზეზი შეგიძულო! მე არ მაქ მიზეზი დაგივიწყო! მე არ

ფრთამოტეხილი ჯვარი

Image
ისევ ვატარებ შენს ნაჩუქარ ჯვარს. ცალი ფრთა მოტყდა მაგრამ ვატარებ. როცა მოტყდა მაშინ უნდა მივმხდარვიყავი, რომ გკარგავდი. ისევ ვატარებდი დღემდე შენს ნაჩუქარ საათს. დღეს თასმა მოწყდა. 

არ ვიცი რამდენ ხანს შევძლებ ვიცოცხლო

Image
ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ასე დავსუსტდებოდი, ასე დავეცემოდი. ჩემს მთელ ცხოვრებას თან სდევდა განსაცდელი, ტკივილი, ტანჯვა, დაცემა, მაგრამ არასდროს დავუძლურებულვარ. ყველა განსაცდელი ახალ ძალას მმატებდა და ახალი შემართებით ვიბრძოდი მომავლისთვის. ვიბრძოდი მომავლისთვის, რომელშიც ჩემს გვერდით საყვარელი ქალი უნდა ყოფილიყო. ქალი რომელსაც გავაღმერთებდი, რომლისთვისაც ვქმნიდი მომავალს. ქალი, რომელიც სითბოს, სიყვარულს არ დაიშურებდა ჩემთვის და გამაბედნიერებდა. ამ მომავლის განცდა მაძლევდა ძალას.  თავიდან ეს ქალი წარმოსახვითი იყო. ვიცოდი რომ ის არსებობდა ამ სამყაროში. ვიცოდი, რომ  ის ჩემთვის იყო გაჩენილი და მე მელოდებოდა. ისიც ვიცოდი, რომ მალე შევხვდებოდი. შემდეგ უფალმა გამომიგზავნა მიწიერი ანგელოზი შენი სახით.  პირველივე ნახვისთანავე ამოგიცანი. მივხვდი, რომ ვიპოვე ის ერთადერთი, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩემთვის შექმნა. ის დღეები იყო საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ განვიცადე პირველად რა არის ნამდვილი ბედნიერება. მაშინ, როცა მანქანაზე ქახალდის ნაკუწებისგან გაკეთებულ ყვავილს დაგიტო

ამოხედვა, რომელიც მთელ ცხოვრებას მირჩევნია

ყოველ დილით სულმოუთქმელად ველოდები შენი ფეხის ხმას. გავიგებ და გული მიჩქარდება. მერე ხან ერთ, ხან მეორე აივანს მივაწყდები, რომ იქიდან გიცქირო როგორ გამოხვალ სადარბაზოდან. გიცქერ და ღმერთს ვთხოვ, რომ ისევ ამოიხედო. ამოიხედო, რომ ისევ ვნახო ანგელოზის სახე. ამოიხედო, რომ ისევ ვნახო შენი მზერა. ახლა უკვე სხვაგვარი, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასი ჩემთვის. მერე მთელი დღის განმავლობაში გონებაში აღვიდგენ და ვაანალიზებ ყოველ მომენტს სადარბაზოდან მანქანამდე შენი მოძრაობის. ვაანალიზებ შენს ამოხედვას და ვცდილობ ამოვიცნო შენი განცდები. ვცდილობ ამოვიცნო ისევ ვახსოვარ თუ არა შენს გულს. ვცდილობ ამოვიცნო ხომ არ გძულვარ. ბევრი ფიქრის შემდეგ თავს ვაჯერებ, რომ შენს გულში ისევ ვარ. ეს მაიმედებს და მაძლევს სიცოცხლის გაგრძელების მიზეზს.

ფიქრები... ფიქრები... ფიქრები...

ჩემი ფიქრები შენ გეძღვნება ყოველ წუთს, ყოველ წამს. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ შენ გიჭირავს ჩემი გული და გონება. შენ ხარ გაბატონებული ჩემს სულში. უძილო ღამეებს მხოლოდ შენზე ფიქრში ვატარებ. როცა ვჭამ, როცა წყალს ვსვამ, როცა ვაცნობიერებ რომ ვსუნთქავ, შენ მახსენდები და ვფიქრობ რაში მჭირდება ეს ყველაფერი შენს გარეშე. ვაცნობიერებ, რომ მას შემდეგ, რაც გაგიცანი ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი, რომ შენთვის მეარსება. ახლა არსებობის მიზეზი აღარ მაქვს. ახლა სუნთქვის მიზეზი აღარ მაქვს. მერე ისევ იმედის ნაპერწკალი გაიელვებს ჩემს ფიქრებში. იმედის, რომ შეიძლება ისევ გიყვარვარ. შეიძლება ოდესმე დამიბრუნდე. ზოგჯერ იმედის ეს ნაპერწკალიც ქვრება და ვხვდები, რომ მხოლოდ შენი სიყვარული მაცოცხლებს. შენ ხომ ისევ არსებობ. შორს, მაგრამ ისევ არსებობ. სხვასთან, მაგრამ ისევ არსებობ. მე კი შენი არსებობა მიყვარს. ესეიგი მაქვს მიზეზი ისევ ვისუნთქო.

მიყვარხარ

Image
ჩემო გოგო. ჩემო ერთო ცალო. რაც უფრო დრო გადის მით უფრო ძლიერდება ჩემი სიყვარული. მით უფრო მწველი და მტანჯველი ხდება. ეს სიშორე კიდევ უფრო მაახლოვებს შენთან. არ არსებობს ჩემი სიცოცხე შენს გარეშე. მე შენი სიყვარული მაცოცხლებს. იმედი მაცოცხლებს, რომ ერთ დღეს დამიბრუნდები. ერთ დღეს ისევ ძველებურად ჩაგეხუტები და ჩაგიკრავ გულში. ჩახუტებულს ჩაგჩურჩულებ ყურში "მიყვარხარ".

ჩემი ერთი ცალი

Image
შენ ჩემი ერთი ცალი იყავი ყოველთვის და დარჩები მთელი ცხოვრება გესმის? არ არსებობს ამ სამყაროში მეორე. არ არსებობს მეორე ერთი ცალი. შენ ერთად ერთი ხარ, ჩემს სულთან და გულთან შერწყმული და შეხორცებული. შეუძლებელია ამ ერთობის განცალკევება. შეუძლებელია გულს ჩამოაჭრა ნახევარე და ისევ გააგრძელოს ფეთქვა. ჩემი გული ჯერ ისევ ცემს. შენ ისევ ჩემთან ხარ. ისევ გეჩურჩულები შორიდან, ისევ გიყვები ჩემს ამბებს, გესაუბრები ჩვენს ოცნებებზე.  შენ ისევ ჩემი ხარ, ჩემი ერთი ცალი.

შენი არსებობა მაცოცხლებს

Image
მიყვარხარ ჩემო გოგო, ჩემო პაწაწუნა გოგო. შენს ფოტოებს და მონაწერებს ვეფერები და ველოლიავები. მხოლოდ ეს დამრჩა. მხოლოდ ეს მაცოცხლებს. მხოლოდ შენი სიყვარულის გამო აქვს აზრი ჩემს სიცოცხლეს.