ამოხედვა, რომელიც მთელ ცხოვრებას მირჩევნია
ყოველ დილით სულმოუთქმელად ველოდები შენი ფეხის ხმას. გავიგებ და გული მიჩქარდება. მერე ხან ერთ, ხან მეორე აივანს მივაწყდები, რომ იქიდან გიცქირო როგორ გამოხვალ სადარბაზოდან. გიცქერ და ღმერთს ვთხოვ, რომ ისევ ამოიხედო. ამოიხედო, რომ ისევ ვნახო ანგელოზის სახე. ამოიხედო, რომ ისევ ვნახო შენი მზერა. ახლა უკვე სხვაგვარი, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასი ჩემთვის.
მერე მთელი დღის განმავლობაში გონებაში აღვიდგენ და ვაანალიზებ ყოველ მომენტს სადარბაზოდან მანქანამდე შენი მოძრაობის. ვაანალიზებ შენს ამოხედვას და ვცდილობ ამოვიცნო შენი განცდები. ვცდილობ ამოვიცნო ისევ ვახსოვარ თუ არა შენს გულს. ვცდილობ ამოვიცნო ხომ არ გძულვარ.
ბევრი ფიქრის შემდეგ თავს ვაჯერებ, რომ შენს გულში ისევ ვარ. ეს მაიმედებს და მაძლევს სიცოცხლის გაგრძელების მიზეზს.
Comments
Post a Comment