ფიქრები... ფიქრები... ფიქრები...
ჩემი ფიქრები შენ გეძღვნება ყოველ წუთს, ყოველ წამს. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ შენ გიჭირავს ჩემი გული და გონება. შენ ხარ გაბატონებული ჩემს სულში. უძილო ღამეებს მხოლოდ შენზე ფიქრში ვატარებ.
როცა ვჭამ, როცა წყალს ვსვამ, როცა ვაცნობიერებ რომ ვსუნთქავ, შენ მახსენდები და ვფიქრობ რაში მჭირდება ეს ყველაფერი შენს გარეშე. ვაცნობიერებ, რომ მას შემდეგ, რაც გაგიცანი ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი, რომ შენთვის მეარსება. ახლა არსებობის მიზეზი აღარ მაქვს. ახლა სუნთქვის მიზეზი აღარ მაქვს.
მერე ისევ იმედის ნაპერწკალი გაიელვებს ჩემს ფიქრებში. იმედის, რომ შეიძლება ისევ გიყვარვარ. შეიძლება ოდესმე დამიბრუნდე.
ზოგჯერ იმედის ეს ნაპერწკალიც ქვრება და ვხვდები, რომ მხოლოდ შენი სიყვარული მაცოცხლებს. შენ ხომ ისევ არსებობ. შორს, მაგრამ ისევ არსებობ. სხვასთან, მაგრამ ისევ არსებობ. მე კი შენი არსებობა მიყვარს. ესეიგი მაქვს მიზეზი ისევ ვისუნთქო.
Comments
Post a Comment