მენატრები!

მენატრები ჩემო გოგო. რაც დრო გადის, დავიწყების ნაცვლად უფრო მენატრები. დღეს გათოვდა და ეს თოვლი შენს თავს მახსენებს. მახსენდება როგორ ვსეირნობდით კუს ტბაზე და როგორ გვათოვდა. როგორ გითბობდი გაყინულ ხელებს. მახსენდება, როგორ ვიჯექით გაყინულ კაფეში, ცხელ ჩაის შევექცეოდით და სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდი. მენატრები!

Comments

Popular posts from this blog

მიყვარხარ, გესმის?!

ჩემი ერთი ცალი

ჩემი გულის გასაღები